კომპანია ,,Iveria Supply Logistics & Energy Trading Group(ISLET GROUP)“- მა 2016 წლის აგვისტოს თვეში სამი ახალი გაზგასამართი სადგური გახსნა.

კომპანია ,,Iveria Supply Logistics & Energy Trading Group(ISLET GROUP)“- მა  2016 წლის აგვისტოს თვეში სამი ახალი გაზგასამართი სადგური გახსნა.ობიექტები შემდეგ მისამართებზე განთავსდა:  ქ.თელავი, (ქუჩა, კახეთის გზატკეცილი), ქ. ახალციხე (ახალქალაქის გზატკეცილი), ქ. ფოთი (ქუჩა კოსტავა N30) გასგასამართი სადგურები აღჭურვილია უახლესი მსოფლიოში აღიარებული, ევროპული წარმოების ,,EUROPUMP” (EUROPEAN PUMP MANUFACTURERS)-ის ბოლო თაობის გაზ საკომპრესორო დანადგარებით, რომლებიც მთლიანად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. აღნიშნული დანადგარები უზრუნველყოფს ავტომობილების  უფრო სწრაფად შევსებას, 100%-იანი სიზუსტით გაზის მიწოდებას და რაც ყველაზე მთავარია ავტომობილის უსაფრთხოდ გამართვას.  

ახლადგახსნილ გაზგასამართ სადგურებზე კომპანიამ დაასაქმა შვიდი ადგილობრივი მოსახლე.ახალი გაზგასამართი სადგურების ოპერატორებს ჩაუტარდათ შესაბამისი ტრენინგი.

          კომპანია ,,ISLET GROUP“-ი აპირებს მნიშვნელოვნად გააფართოვოს      გაზგასამართი  სადგურების ქსელი  მთელი საქართველოს მასშტაბით.